ტრენინგის მე-4 დღე ძალიან შრომატევადი და ამავე დროს ნაყოფიერი აღმოჩნდა. ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე,კერძოდ გავეცანით სასწავლო პროექტების შეფასების ფორმებს, როგორც განმავითარებელი ისე განმსაზღვრელი.გავიგე ,თუ როგორ უნდა ჩავრთო მოსწავლეები შეფასების ფორმების შექმნაში. ასევე გავიგე, თუ რა მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენო პროექტის დაწყების, მსვლელობის და დასრულების დროს.ამაში კი დამეხმარა შეფასების 5 მიზნის განხილვა,რომელიც ორიენტირებულია:
მიღებული ცოდნა და მითითებები დამეხმარება პროექტის დაგეგმვასა და მიზნის მიღწევაში.
- მოსწავლის საჭიროებების შეფასებაზე
- თვიტრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე
- პროგრესის მონიტორინგზე
- ნასწავლის გააზრების შემოწმებასა და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობაზე.
მიღებული ცოდნა და მითითებები დამეხმარება პროექტის დაგეგმვასა და მიზნის მიღწევაში.
No comments:
Post a Comment