Monday, July 18, 2016

დღე-9

inteli-ს ტრენინგის ბოლო დღე,რომელმაც ბოლო აკორდი  დასვა ჩვენს მუშაობაში.ზაფხულის ცხელ დღეებში გაწეულმა  მუშაობამ  შედეგი ნამდვილად გამოიღო.დღეს მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია,გაუწიეთ ერთმანეთს ოპონირება და ვიტყოდი ,რომ თითოეულის ნამუშევარში აშკრად  ჩანდა პასუხისმგებლობა და მოტივაცია.ტრენინგზე  21-საუკუნის  უნარებს დავეუფლე,რაც დამეხმარება საგაკვეთილო პროცესების წარმართვაში.თითოეული დღე იყო დატვირთული  და მრავლის მომცემი.
 მადლობა intelis  ტრენინგის ხელმძღვანელობას,რომ ჩვენ საშუალება მოგვეცა გვეზრუნა პორფესიული ზრდისთვის და ასევე მადლობა გვანცას,რომელიც ყველაფნაირად სტიმულის მომცემი იყო და ბოლომდე იხარჯებოდა იმისათვის ,რომ ჩვენ საფუძვლიანი ცოდნა მიგვეღო.

Sunday, July 17, 2016

დღე მე-8

ტრენინგი დაიწყო გარდნერის და ბლუმის მატრიცის მიმოხილვით ,გვქონდა შეკითხვები, ტრენერთან ,მივიღეთ მითითებები და ზუსტი ინსტრუქციები,რაც გვეხმარება პრობლემის გადაჭრაში..დღევანდელი ტრენინგის თემას წარმოადგენდა ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,რომელიც მოსწავლეებისთვის მიმართულების მიმცემი იქნება.ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე და საქაღალდეში თემატურად ჩავაშენე ფაილები. ძალიან ვნერვიულობ 5 დღეა ინტერნეტის ხაზი დაზიანებული მაქვს და ტელეფონით ვაწარმოებ სამუშაოს,მაქვს დასასრულებელი სამუშაოები და იმედია არ დავკარგავ მოტივაციას ,რათა ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე.
დღე მე-7
 ტრენინგის ბოლო დღეები ძალიან დატვირთული და სიახლლებით სავსეა. გინდა რომ ყველა დავალება დროულად შეასრულო და თან სიღრმისეული ცოდნა წაიყო.,თუმცა დრო  ცოტათი შეზღუდულია და განვიცდი რაიმე დაუსრულებელი არ დამრჩეს.ძალინ ცხელ დღეებში გვიწევს მუშაობა და იმედია გავუძლებთ.რაც შეეხება დღევანდელ ტრენინგს, გავეცანით შეფასების რუბრიკებს და გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტსა და ბლუმის მატრიცას,რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენცირებული სწავლებისთვის.ასევე შევიძინე ბლოგზე მუშაობის უნარები.

Friday, July 15, 2016

მე-6 დღე
 ტრენინგი დავიწყეთ პროექტის ,კერძოდ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვით, ამის შემდეგ შეუდეგით  pover poit-ში  მუშაობას,სადაც პროექტის ფარგლებში შევქმენით სლაიდები.ტექნიკური უნარების განვითარება დამეხმარება სამომავლოდ მსგავსი პროექტების განხორციელებაში,თუმცა ვიტყოდი, რომ თითოეული დღე ძალიან შრომატევადია, მაგრამ მიუხედავად ამისა, თანდათან უფრო მეტი სრულყოფილების შეგრძნება მეუფლება და მოტივირებული ვხდები.

Thursday, July 14, 2016

პროექტის მე-5 დღე.
 გავიარეთ მე-3 მოდული ,სადაც გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლოსა და  პროექტებში გამოყენების წესებს. ასევე ონლაინ კოლაბორაციას,რაც ძალიან სახალისო და საინტერესო იყო, შევქმენით ონლაინ ჯგუფები, სადაც განვახორციელეთ ონლაინჩატი და ვიდეო ზარები.ამავე მოდულში გევეცანი ,თუ როგორ შევქმნა პროექტის ბიბლიოგრაფია და რა ეტაპებით წავმართო საგაკვეთილო პროცესი. გავეცანით უკუკავშირის ფორმებს:აღწერა, რჩევის მიცემა და ა.შ. რაც დამეხმარება საგაკვეთილო მიზმნის მიღწევასა და სასწავლო პროცესის წარმართვაში.

Sunday, July 10, 2016

ტრენინგის მე-4 დღე ძალიან შრომატევადი და ამავე დროს ნაყოფიერი აღმოჩნდა. ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე,კერძოდ გავეცანით სასწავლო პროექტების შეფასების ფორმებს, როგორც განმავითარებელი ისე განმსაზღვრელი.გავიგე ,თუ როგორ უნდა ჩავრთო მოსწავლეები შეფასების ფორმების შექმნაში. ასევე გავიგე, თუ რა მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენო პროექტის დაწყების, მსვლელობის და დასრულების დროს.ამაში კი დამეხმარა შეფასების 5 მიზნის განხილვა,რომელიც ორიენტირებულია:

  • მოსწავლის საჭიროებების შეფასებაზე
  • თვიტრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე
  • პროგრესის მონიტორინგზე
  • ნასწავლის გააზრების შემოწმებასა და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობაზე.

  მიღებული ცოდნა და მითითებები დამეხმარება პროექტის დაგეგმვასა და მიზნის მიღწევაში.

Thursday, July 7, 2016

დღე-3
 

დღეს საწავლო პროექტის გეგმაზე ვიმუშავეთ.ჩემს მიერ დაგეგმილ პროექტის გეგმას ესგ-ის მიხედვით განსაზღვრული სტანდეტბი შეუსაბამე,ამავდროულად გავეცანი მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვებს,შეუსამაბე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კთხვები.ძალზე საინტერესოა ,თუ რამდენად სწორად მოახდენ კითხვების ფორმულირებას ,რადგან თითოეული კითხვის მიმართულება სხვადასხვა აზროვნების დონეს მოითხოვს ,ამდენად გასაგები გახდა ჩემთვის, რამდენად ზუსტად უნდა იყოს დასმული კითხვა და ამავდროულად  შეესაბამებოდეს მიზანს.